ნეტგაზეთის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილს, სავარაუდოდ, მისი პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე შეცვლის. გიორგი კვირიკაშვილი კი, სავარაუდოდ, პრემიერის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს ჩაანაცვლებს.
მიხეილ ჯანელიძე:
განათლება
2008-2010 – გრენობლის ბიზნესსკოლა, გრენობლი, საფრანგეთი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურა;
2008-2010 – კავკასიის ბიზნესსკოლა, საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი აღმასრულებელთათვის;
2003-2006 – დიპლომატიური აკადემია, რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართალის ასპირანტურა;
1998-2002 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი
ბაკალავრის ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება
21.09.2015 – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
16.12.2011 – 21.09.2015 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,მინისტრის მოადგილე;
2009 – 2011 – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;
2009 – შ.პ.ს. “ჯანელიძე და კომპანია”, პარტნიორი;
2007 – 2009 – შპს “ველლაჯიო”, ვისოლ ჯგუფი, მმართველი დირექტორი;
2007 – 08.2007 – ვისოლ ჯგუფი, პროექტის მენეჯერი;
2006 – 2007 – შპს “საერთაშორისო პროექტების დახმარების სერვისი”, ბიზნესის განვითარების მენეჯერი;
07.2003 – 02.2004 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარი სპეციალისტი.