მთავრობა დღეს 61 საკითხს განიხილავს

დღეს, 13 იანვარს, მთავრობა 61 საკითხს განიხილავს. სხდომა პირველ საათზე დაიწყება.

საკითხების დიდი ნაწილი ეხება საშტატო ერთეულებს სხვადასხვა სტრუქტურაში, თანამდებობრივ სარგოებს და შტატგარეშე თანამშრომელების რაოდენობაზე გამონაკლისის დაშვებას.

მინისტრების უმეტესობას სხდომაზე ამ ტიპის ერთი საკითხი მაინც აქვს გამოტანილი.