ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა ერთადერთი კანდიდატია, რომელიც ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

განაცხადების მიღება დაახლოებით ერთი თვის მანძილზე გრძელდებოდა. დღეს, 12 იანვარს, განაცხადების მიღება შეწყდა. მოქმედმა პრეზიდენტმა განცხადება 6 საათამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიტანა.