პატრიარქის საგალობელი და პატიმრის გათავისუფლება პირდაპირ ეთერში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პროექტ „ვოისის“ მონაწილეს, მსჯავრდებულ თეონა ყოლბაიას გათავისუფლების შესახებ ცნობა სცენაზე, პირდაპირ ეთერში გადასცა. მანამდე პროექტის მონაწილემ პატრიარქის საგალობელი „კირიე ელეისონ“ იმღერა.

როგორც მინისტრმა, კახა კახიშვილმა განაცხადა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა საბჭომ მიიღო.

„ჩემი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ჩვენ სამინისტრომ და საზოგადოებამ ხელი უნდა შევუწყოთ ადამიანებს ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებაში“- განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.

თეონა ყოლბაია ორჯერ არის ნასამართლევი. მეორედ  2012 წლის 5 მაისს ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

12391015_912920452117320_8698569410473277323_n