პრეზიდენტმა 2016 წელი, საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა.

“2016 წელს საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად ვაცხადებ იმიტომ, რომ ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რომლებიც ჩვენ ერთად გვაქვს მისაღწევი, სწორედ ამ წელს განმტკიცდება და წინ გადაიდგმება ნაბიჯები”, – განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც ეროვნული გვარდიის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო.

ღონისძიებაზე ასევე ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე.

ეროვნული გვარდიის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა.

12373382_517869841714627_5407103660061535190_n