NDI-ს კვლევის მიხედვით, 50% თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, როდესაც მეგობარს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ მოსაზრებას ტელეფონით უზიარებს.
38% აცხადებს, რომ თავს უსაფრთხოდ გრძნობს, 10-მა პროცენტმა არ იცის, ხოლო 2% – პასუხზე უარს ამბობს.
NDI-ს განმარტებით, კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბერიდან – 7 დეკემბრამდე დროის პერიოდში ჩატარდა. საუბარია 1,881 ინტერვიუზე. წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობას შორის. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%. კვლევა ჩაატარა CRRC-საქართველომ. კვლევა დაფინანსებულია sida-ს მიერ.