Image 2858

საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტის ინფორმაციით, დღეს ყირგიზეთის პარლამენტის კომიტეტი  სხვადასხვა საკითხთან ერთად კიდევ ერთ კანონპროექტს განიხილავს, რომლის საფუძველზეც,  ტიან-შანის 4446 მეტრის სიმაღლის უსახელო მწვერვალს ”ვლადიმერ პუტინის პიკი” დაერქმევა.

უსახელო მწვერვალი ყირგიზეთის რესპუბლიკის მოსკოვის რაიონში, მდინარე აკ-სუუ-ს აუზში, მდებარეობს.

სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელის საპატივსაცემოდ უკვე რამდენიმე ობიექტს დაერქვა პუტინის სახელი. 2010 წელს ჩეჩნეთის ახალგაზრდულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა შექმნეს პატრიოტული კლუბი სახელწოდებით ”პუტინი”. ასევე, რამდენიმე წლის წინათ გროზნოში გამარჯვების მოედანს გადაერქვა სახელი და დღეს პუტინის სახელობის მოედნად იწოდება.  სააგენტოს ცნობით, რუსეთის პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი ამჯობინებდა ასეთი ინიციატივები საერთოდ არ ყოფილიყო, თუმცა ამის აკრძალვას ის ვერ შეძლებს.

დღესდღეობით, ყირგიზეთის ერთ-ერთი მწერვალი უკვე ატარებს რუსი პოლიტიკოსის, რუსეთის პირველი პრეზიდენტის ბორის ელცინის სახელს.

ელცინის სახელს ატარებს, ასევე, რესპუბლიკის ყირგიზეთ-რუსეთის სლავური უნივერსიტეტი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *