ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი იტყუება

5 იანვარი, 2011 •
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი იტყუება

ვეტერანთა მხარდასაჭერ აქციაზე დღეს აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი უკმაყოფილება გამოხატეს. მათი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სათანადოდ არ აშუქებს თბილისში მიმდინარე ვეტერანთა აქციებს. გუშინ, 3 იანვარს, გმირთა მოედანზე მოშიმშილე ომის ვეტერანები, რომლებიც საკუთარ გაუსაძლის ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებდნენ, პოლიციამ დაარბია და 11 მათგანი დააკავა. დაკავებულები დღეს გაათავისუფლეს, თუმცა 400-400 ლარით დააჯარიმეს.

ინტერპრესნიუსმა საზოგადოებრვი მაუწყებლის განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, ”გია ჭანტურიასთვის ვეტერანთა გუშინდელი აქციის გაშუქებასთან დაკავშირებით კრიტიკა მიუღებელია .”

საინფორმაციო სააგენტო ასევე წერს: ”ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არ აშუქებს სათანადოდ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ვეტერანების აქციას, მათ დარბევას და შემდგომ მიმდინარე პროცესებს, შესაბამისი ინფორმაცია ჭანტურიამ ტელეფონით გადაამოწმა. შემდეგ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ლაივ სინქრონი” გუშინ 16.00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ნამდვილად გავიდა. მისივე თქმით, ეს აქცია ნამდვილად შუქდება და საყვედური მისთვის მიუღებელია.”

ნეტგაზეთმა გადაამოწმა 3 იანვრის მოამბის 16:00 და 20:00 საათიანი გამოშვებები, თუმცა ვეტერანთა აქციისა და დარბევის შესახებ ეთერში არანაირი სიუჟეტი არ გასულა. 4 იანვრის საინფორმაციო გამოშვებებში კი პირველმა არხმა ვეტერანთა აქციებს 16:00 და 20:00 საათიან გამოშვებებში თითო-თითო სიუჟეტი მიუძღვნა.  

ონლაინ გამოცემა civil.ge დღეს წერს, რომ  “რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყურადღების მიღმა დარჩა 3  იანვარს გმირთა მოედანზე პოლიციის მიერ მოშიმშილე ომის ვეტერანების აქციის დაშლა.

მიუხედავად ამისა, ვეტერანთა აქცებზე პირველი არხის, რუსთავი 2-სა და იმედის რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი