Young Georgian Lolitaz ევროვიზია 2016-ზე საქართველოს წარადგენს

2016 წლის ევროფესტივალზე საქართველოს ჯგუფი Young Georgian Lolitaz წარადგენს.

სიმღერა, რომლითაც ჯგუფი ევროვიზიის სცენაზე წარსდგება, ჯერ არ არის ცნობილი, საზოგადოებრივი მაუწყებელი სიმღერის შესარჩევად კონკურსს აცხადებს. თავდაპირველად შეირჩევა  5 სიმღერა, მეორე ეტაპზე კი საზოგადოება და ჟიური ერთად შეარჩევს სიმღერას, რომლითაც ჯგუფი ევროფესტივალზე საქართველოს წარადგენს.

2000 წელს შექმნილი ჯგუფი  4 წევრისგან შედგება: ნიკა კოჩაროვი, ლევან შანშიაშვილი, გიორგი მარი და დიმა ოგანესიანი. მათი მუსიკა ალტერნატიული როკის ჟანრს მიეკუთვნება. ჯგუფი 15 წელია არსებობს.

2016 წლის ევროვიზიას 10, 12 და 14 მაისს შვედეთი უმასპინძლებს.