12 დეკემბერს, Tbilisi Even Hall-ში, რიგით მეოთხე Game Jam გაიმართა. ღონისძიების ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენდა ვიდეოთამაშების, კომიქსების, კინოსა და ანიმაციის თემაზე შექმნილი ქოსფლეი. ქოსფლეის მონაწილეებმა საყვარელი პერსონაჟები განასახიერეს. Jam-ზე შეკრებილი გულშემატკივრების გადაწყვეტილებით, მათ შორის საუკეთესოდ დიმიტრი მუსხელიშვილის მიერ შექმნილი Master Chief-ი დასახელდა ვიდეო თამაშიდან Halo 3. როგორც დიმიტრი ამბობს, ქოსფლეის შექმნაზე 4 თვე მუშაობდა.
ქოსფლეის მთავარი მოთხოვნაა, რომ მონაწილემ კოსტიუმის ყველა დეტალი თავად დაამზადოს და შემდეგ დადგას მოკლე პერფორმანსი საკუთარი პერსონაჟის დემონსტრაციისათვის. კონკურსში ამჯერად 10-ზე მეტი კონკურსანტი მონაწილეობდა.
Game Jam-ს ორგანიზება ვიდეოთამაშების საინფორმაციო პორტალი GameLand Georgia-მა და ვიდეოთამაშების დეველოპერთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლობა საქართველოში IGDA Georgia-მ გაუწიეს.