თბილისის ზოოპარკში თავლაში ხანძრის შედეგად ცხენები არ დაშავებულან

თბილისის ზოოპარკში არსებულ თავლას, დღეს, 13 დეკემბერს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მზია შარაშიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, ხანძრის დროს, თავლიდან ყველა ცხენის გამოყვანა მოახერხეს თანამშრომლებმა და შესაბამისად, არცერთი ცხოველი არ დაშავებულა.

ზოოპარკის ადმინისტრაციის ცნობითვე, ჯერჯერობით, უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი.

ამ დროისთვის ხანძარი სამაშველო სამუშაოების შედეგად ლოკალიზებულია.