მომავალ წელს ასურეთის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყება, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, პირველ ეტაპზე რეკონსტრუქცია ჩაუტარდება სოფლის ლუთერანულ ეკლესიას, ძველი იერსახე დაუბრუნდება გერმანელი არქიტექტორის მიერ აშენებულ სახლებს და მოწესრიგდება ინფრასტუქტურა.
„ასურეთში არის გერმანული, უნიკალური არქიტექტურა. ეს არის სოფელი გერმანული არქიტექტურის მქონე სახლებით, იქ არის გერმანელთა საფლავები. გაისად ჩვენ დავიწყებთ სოფლის რეაბილიტაციას. პირველ ეტაპზე სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ლუთერანულ ეკლესიას, ძველი იერსახე დაუბრუნდება გერმანელი არქიტექტორის მიერ აშენებულ სახლებს ასევე საფლავებს მოვაწესრიგებთ, გზას და განათებას, იმისთვის რომ ეს გახდეს ძალიან საინტერესო ისტორიულ–კულტურული ადგილი,“– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
