მოკლული საქართველოს მოქალაქის ვინაობა ჯერ არ არის ცნობილი

ამ დრომდე არ არის ცნობილი მოსკოვში მოკლული საქართველოს მოქალაქის სახელი და გვარი. 1977 წელს დაბადებული მამაკაცი – ეს ერთადერთი ინფორმაციაა,რაც ამ დრომდეა ცნობილი გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით.

რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე გუშინ, 23 დეკემბერს, მოკლეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს საკონსულო ცდილობს მოკლულის სახელის და გვარის დადგენას.

ამავე თემაზე:

მოსკოვში საქართველოს მოქალაქე მოკლეს