მაესტრო მაუწყებლობას ხვალიდან გააგრძელებს

ტელეკომპანია მაესტრო მაუწყებლობას ხვალ დილიდან გააგრძელებს. ტელეკომპანიის დირექტორის, კახა ბექაურის ინფორმაციით, ხვალ დილის 7 საათიდან მაუწყებლობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

მეორე დღეა, რაც ტელეკომპანია ეთერში,როგორც აცხადებენ, ტექნიკური ხარვეზების გამო არ გადის. მაუწყებელზე წარწერა”პროფილაქტიკა” ხვალ დილიდან გაქრება.