შსს: ოზურგეთში სკოლის მოსწავლე დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, 8 დეკემბერს, დილის საათებში ოზურგეთში, მეორე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდი დაჭრეს.

უწყების ინფორმაციით, მოზარდი ოზურგეთის საავადმყოფოშია და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

შსს–ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და მეტი დეტალი ჯერ ცნობილი არ არის.