ამერიკის ბანკმა, მასტერქარდის, ფეიფალის და ვიზას კვალდაკვალ, უარი უთხრა პორტალ ვიკილიკსს ანგარიშის მომსახურებაზე.
ამის შესახებ დღეს რია ნოვოსტი საინფორმაციო სააგენტო როიტერზე დაყრდნობით წერს.
”ამერიკის ბანკი (bank of america) უერთდება ქმედებებს, რომლებიც უკვე გაცხადდა მასტერქარდის, ფეიფელისა და სხვა კომპანიების მიერ და არ განახორციელებს არანაირ ოპერაციას, რომელიც დაკავშირებულია ვიკილიკსთან”,-განაცხადა ბანკის წარმომადგენელმა.
”ეს გადაწყვეტილება ეყრდნობა ჩვენს დაუსაბუთებელ რწმენას, რომ ვიკილიკსს აქვს კავშირი ისეთ ქმედებებთან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს შიდა წესებს”, – ეს არის მიზეზი, რომელიც გუშინ საღამოს ბანკის წარმომადგენლის მიერ იყო განმარტებული.
გუშინვე თვითერში საიტის მომხრეებმა ერთგვარი მოწოდებები გაავრცელეს, რომელშიც მათ თანამოაზრეებს მოუწოდეს ბანკში არსებული ანგარიშების დახურვა.
“ამერიკის ბანკი” უარს აცხადებს “ვიკილიკსის” ანგარიშების მომსახურებაზე
-
05.10.2026 რა (არ) თქვა პაატა სალიამ გიორგი დავითაძის საქმეზე -
05.10.2026 ამ კადრებში თვითონ გაუპატიურების ფაქტი არ ჩანს – იოსელიანი დავითაძეზე -
05.10.2026 ცხინვალი ბელარუსთან პოლიტიკის მიღმა თანამშრომლობას გეგმავს -
05.10.2026 ხაშურის მე-4 სკოლა 5 წელია შენობის გარეშეა, ასაშენებლად სამუშაოები ახლა იწყება -
05.10.2026 თურქეთში ჟურნალისტი ქართველ ლგბტქ+ აქტივისტთან ინტერვიუს მიზეზით დააკავეს -
05.10.2026 პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ, ერთმა ვენები გადაიჭრა — სხვიტარიძე
