თბილისში, აბანოთუბანში მეჩეთი გაქურდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს შსს-ც.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო. ზემოხსენებული მუხლი ქურდობას გულისხმობს.