გერმანულენოვანი წიგნების გამოფენა დღეს, 14 დეკემბერს, ილიას უნივერსიტეტში გაიხსნა. წიგნები, რომლებიც გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, უნივერსიტეტს სხვადასხვა ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა გადასცეს.
გარდა ამისა, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო გერმანულენოვანი წიგნები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რარიტეტული კოლექციიდან. ასევე, წიგნები –კულტურის კვლევების, ფილოსოფიის, ლინგვისტიკის, სოციალური მეცნიერებების სფეროდან.
”თანამშრომლობის გამყარებისა და განმტკიცების მიზნით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურსა (DAAD) და თბილისის გოეთეს ინსტიტუტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმიც გაფორმდა”,-წერს უნივერსიტეტის ოფიციალური გვერდი.
გამოფენა ერთი თვე გაგრძელდება.
