ვიდეოპაემნების შესახებ პარლამენტში იმსჯელეს

ადამიანების უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს მსჯავრდებულთათვის ვიდეოპაემნების შესახებ იმსჯელეს.

ცვლილება “პატიმრობის კოდექსში” შედის.  პროექტი პრობაციის ბიუროებისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავისუფლების აღკვეთის  დაწესებულებების ადამიანური რესურსებისა და მატერიალური ტექნიკური ბაზის გამოყენებით განხორციელდება.

კომიტეტის თავმჯდომარის, ლაშა თორდიას განმარტებით, ვიდეოპაემნები მსჯავრდებულებს  დაეხმარება, რომ თავი საზოგადოებისაგან  სრულიად იზოლირებულად არ იგრძნონ,- წერს პარლამენტის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი.