მონტენეგრო NATO-ს 29-ე წევრი ქვეყანა გახდება

NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მონტენეგრო ალიანსის 29-ე წევრი ქვეყანა გახდეს.

იენს სტოლტენბერგმა, NATO-ს გენერალურმა მდივანმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა და მადლობა გადაუხადა ქვეყნის მთავრობას და ხალხს იმისთვის, რაც ალიანსში გაწევრიანებისთვის გააკეთეს.