სოფიის აეროპორტში განგაშია – საეჭვო მანქანაში ბომბს ეძებენ

სოფიის აეროპორტი ნაწილობრივ დაკეტილია, ხოლო პოლიცია რამდენიმე საათია ჩხრეკს მანქანას, რომელშიც სავარაუდოდ ბომბი დევს.

როიტერის ცნობით, თავდაპირველად ბულგარეთის პოლიციამ  გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს საეჭვო მანქანაში ბომბი იდო, თუმცა მოგვიანებით განაცხადეს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ჯერ არ უპოვიათ.  საღამომდე დაკეტილი იქნება აეროპორტის ტერმინალი 1, ხოლო ყველა მგზავრი ტერმინალი 2–ით ისარგებლებს.

აეროპორტთან პოლიციის გარდა მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები, ასევე იმყოფებიან კონტრტერორისტული სამსახურის წარმომადგენლები.

ბულგარეთის ტელევიზიამ Kanal 3-ით გაავრცელა კადრი, რომლის მიხედვითაც, გამნაღმველ რობოტს გადმოაქვს ბარგი აეროპორტთან მდებარე თეთრი მიკროავტობუსიდან, რომელიც გახდა განგაშის მიზეზი.

ინდეფენდენტის  მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საეჭვო მანქანა აეროპორტთან უცხოელმა დატოვა, რომელიც ბელგიის მიმართულებით მიდიოდა.

Робот изнася багажа от буса. Следете на живо по @Kanal3_TV ситуацията от #летище #София https://t.co/YOxsJKO5S7 pic.twitter.com/wmiFKAl9cz

— Канал 3 (@Kanal3_TV) December 1, 2015