იტალიამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

იტალიამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე ფეისბუკზე ავრცელებს.

ამჟამად საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას აქვს განხორციელებული ბელგიის გარდა.