დღეს მექსიკაში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი დაიწყო.
„მეხიკოში კლიმატის ცვლილების ყოვლისმემცველი კონვენციის მხარეთა მე-16 შეხვედრა იმართება. ეს ღონისძიება 29 ნოემბერს დაიწყო და 11 დეკემბრამდე გრძელება. იგი გაეროს ეგიდით იმართება. მასში 192 ქვეყანა იღებს მონაწილეობას და მექსიკაში 20-მდე ქვეყნის ლიდერი და მთავრობის ხელმძღვანელი ჩადის. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. 9 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი ე.წ მრგვალ მაგიდას უხელმძღვანელებს. მექსიკაში საქართველოს პრეზიდენტს დაგემილი აქვს სხვადასხვა შეხვედრებიც”, – ამბობს პრესსპიკერი, მანანა მანჯგალაძე.
