დე ფაქტო უწყების ცნობით, ბერიანიძე 31 ოქტომბერს დააკავეს. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მცხოვრებია.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მტკიცებით, ბერიანიძემ ე.წ. სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარი უნებლიეთ, ლენინგორის რაიონის სოფელ ამძარინის მიმდებარედ გადაკვეთა.
უწყების ცნობით, პირველ ნოემბერს ბერიანიძე დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე გააძევეს.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში ასევე განაცხადეს, რომ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესაძლო მიმართულებებს მუდმივად აკონტროლებენ.
საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავება წლების განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. დაკავებულებს, როგორც წესი, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.
ცხინვალი: სექტემბრის შემდეგ ქართულ მხარეს საზღვარი არ დაურღვევია
