საქართველოს ხელისუფლება მოლდოვის ხელმძღვანელობას აკრიტიკებს იმის გამო, რომ შურს მისი ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებების.

ამის შესახებ მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა და მმართველი პარტიის, „მოქმედებისა და სოლიდარობის“ ლიდერმა, იგორ გროსუმ განაცხადა.

„საქართველოს ხელისუფლება ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, რომ გაგვაკრიტიკოს… მოლდოვის მიმართ შურის გამო, რადგან ჩვენ უფრო სწრაფად მივდივართ ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა სპიკერმა ტელეკომპანია TV-8-ის ეთერში.

ერთი კვირის წინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მოლდოვა და უკრაინა მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში უსწრებენ, “ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ყველაფერში გადავასწროთ”. როგორც ცნობილია, უკრაინაც და მოლდოვაც წინ მიიწევენ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მათ უკვე გახსნეს მოლაპარაკებების ეტაპი. საქართველომ ეს ვერ მოახერხა და ევროკავშირის ლიდერების განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ არჩეული კურსის გამო ქვეყანას კანდიდატის სტატუსი “მხოლოდ ქაღალდზე რჩება”.