ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს პირველ არარეზიდენტ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.
 
ზურაბ აბაშიძეს მრავალწლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს. წლების განმავლობაში, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ისე საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
 
მათ შორის იყო საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი ევროკავშირსა და ნატოში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში; ასევე, იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას.
 
ზურაბ აბაშიძე 2013 წლის შემდეგ იყო რუსეთთან მთავარი მომლაპარაკებელი ე.წ. “აბაშიძე-კარასინის” ფორმატში.