ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა პოსტი დატოვა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ პოსტი დატოვა. ინფორმაციას „ნეტგაზეთს“ უწყებაში უდასტურებენ და აცხადებენ, რომ მისი შემცვლელი ორშაბათს დასახელდება. ინფორმაცია თავდაპირველად „ტვ პირველმა“ გაავრცელა. მედიის ცნობით, თანამდებობა დატოვა შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემაც. იგივე ინფორმაციას „იმედიც“ ავრცელებს.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed