შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ თორნიკე რაზმაძეს არა რუსი პროპაგანდისტების, არამედ ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავება, თუმცა ოქმი, რომელიც სამოქალაქო აქტივისტს ჩააბარეს, ამ მტკიცებას ეწინააღმდეგება.

მას შემდეგ რაც მედიასა და სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-ს თორნიკე რაზმაძის დასჯა სურს მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სოლოვიოვის გინების გამო, უწყებამ სხვაგვარი ინფორმაცია გაავრცელა.

ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ რაზმაძეს სწორედ სოლოვიოვი-სიმონიანის გინებისთვის სჯიან.

უწყება აცხადებს, რომ რაზმაძისა და ანა ბდეიანის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე მიმდინარეობს.

თორნიკე რაზმაძეს საქმის მასალები უკვე ჩაჰბარდა, ოქმში მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლია მითითებული. ეს მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

173​16 -ე მუხლი კი საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, სიტყვიერ შეურაცხყოფას,, ლანძღვა-გინებას, მასზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.

თორნიკე რაზმაძის ადვოკატის განმარტებით, შსს-მ ხალხის რეაქცია დაინახა და ცდილობენ საქმე შეფუთონ და ისე წარმოადგინონ.

„ის განცხადება, რაც შსს-მ გაავრცელა და ის საქმის მასალები, რომლებიც თორნიკეს სასამართლოდან ჩაჰბარდა, ერთმანეთთან არ არის თანხვედრაში. რუს პროპაგანდისტს იცავდნენ და საქართველოს მოქალაქეს დევნიდნენ. ხალხის რეაქცია რომ დაინახეს, მერე მოინდომეს გადაკეთება და ახლა ალბათ რაღაც ახალ საქმის დაწყებენ“, – ამბობს ადვოკატი მარიკა არევაძე „ნეტგაზეთთან“.

მისი თქმით, ეს აჩვენებს, რომ უწყება „საქმეს კერავს“. არევაძე გვეუბნება, რომ ანა ბდეიანს ჯერ საქმის მასალები არ ჩაჰბარებია.

„ნეტგაზეთი“ თორნიკე რაზმაძესაც ესაუბრა. აქტივისტის თქმით, მისი კომენტარიდან ცხადად ჩანს, რომ რუს პროპაგანდისტებს აყენებს შეურაცხყოფას. შსს-ს განცხადებას რაზმაძეს საზოგადოების რეაქციას უკავშირებს.

„ჩემ კომენტარში ცხადად ჩანს ვის ვაგინებ. იმ სიტყვებით ვაგინებ იმას, ვინც ის სიტყვები გამოიყენა. ანუ სიტყვა „ნაკალენიახ“ გამოიყენა მაგალითად სიმონიანმა და რა თქმა უნდა, იმას მიემართება, სიმონიანს და იმ რუს პროპაგანდისტებს, ეს არის ცხადზე ცხადი.  ამათ სხვა ადამიანთან იმიტომ გამაერთიანეს, რომ ის აგინებდა ხელისუფლებას და უნდოდათ ისე გამოეყვანათ, რომ აი ერთად აგინებენ ხელისუფლებას“, – ამბობს რაზმაძე.

„ნეტგაზეთმა“ კითხვები შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუსვა, იმ შემთხვევაში თუ უწყებიდან პასუხს მივიღებთ, მასალა განახლდება. შსს-გან გვაინტერესებს ოქმი, სად ჩანს, რომ რაზმაძეც ირაკლი კობახიძეს აგინებს და არა კრემლის პროპაგანდისტებს,