ქართველი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე დღეს ოფიციალურად გახდება გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩი. ღონისძიებაზე, რომელიც დღეს 3 საათზე დაიწყება, ოპერის მომღერალს და ამავდროულად საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” პრეზიდენტს უნისეფის კეთილი ნების ელჩის წოდებას მიანიჭებენ.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში რულანდ მუნაში ბურჭულაძეს დააჯილდოვებს.
იუნისეფის კეთილი ნების ელჩები მთელ მსოფლიოში თავის შესაძლებლობებს და აღიარებს იმისათვის იყენებენ, რომ საზოგადოებისა და მთავრობის ყურადღება ბავშვთა უფლებებს მიაპყრონ და თავისი წვლილი შეიტანონ ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
იუნისეფის კეთილი ნების ელჩები ისეთი პოპულარული და ცნობილი ადამიანები არიან, როგორებიცაა:რალფ ფაინსი, ლეო მესი, სუზან სარანდონი, რობი უილიამსი და სხვები.
