მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა სინდისის პატიმარი დავით ხომერიკი.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.

27 წლის მუსიკოსს, დავით ხომერიკს 4,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს შარშან, აგვისტოში.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.

ბრალდების მხარე დავით ხომერიკს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის დამზადებას ედავებოდა. გამოძიების ვერსიით, მას ჩანთაში უპოვეს ბოთლები, აალებდი ნივთიერება და სხვა ნივთები, რომლებიც “მოლოტოვის კოქტეილის” დამზადებისთვისაა საჭირო.
დავით ხომერიკი ბრალს არ აღიარებდა.