ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არ დაესწრო თავის სასამართლო პროცესს, სადაც წინასასამართლო სხდომის თარიღი უნდა გარკვეულიყო. სასამართლოში არც მისი ოჯახის წევრები მისულან.
ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხის განსაზღვრა ფორმალობაა, რადგან ის ისედაც პატიმრობაშია.
საუბარია ახალ ბრალზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს გუშინ წარუდგინეს.
კორუფციის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე ჩაინიშნა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. თავად ღარიბაშვილი ან მისი ოჯახის წევრები სხდომას არ დასწრებიან. საქმის პროკურორი ანი ლეკიაშვილია.
პროკურატურა ირწმუნება, რომ თავდაცვის სამინისტროს საჯარო შესყიდვის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად ქრთამი აიღო, თითომ – 750 ათასი ლარი.
ღარიბაშვილი თავს უდანაშაულოდ ცნობს და პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარიდგინეს – დიდი ოდენობით ქრთამის აღება.
პროკურატურის განცხადებით, მის საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ითანამშრომლა.
მუხლი, რომლითაც მას ბრალი წარუდგინეს, 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ღარიბაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს, პოტენციური სასჯელი 15 წლამდე პატიმრობაა
