ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს მდივანი, მოჰსენ რეზაეი, აცხადებს, რომ “ამერიკა კუთხეშია მიმწყვდეული” და ირანი მთელ საზღვაო მიმოსვლას შეაჩერებს, თუ მისი რომელიმე მეზობელი ქვეყანა აშშ-ის წამოწყებულ „ეკონომიკურ ომში“ ჩაერთვება. ის ჰორმუზის სრუტით ნავთობის გადინების შეჩერებით იმუქრება.
„თუ ისინი ასეთ ქმედებას დაიწყებენ, ჩვენ სპარსეთის ყურეში ნავთობის არც ერთ წვეთს არ გავატარებთ. ნავთობი ვერ გავა ვერც ჰორმუზის სრუტით და ვერც სპარსეთის ყურიდან“, – განაცხადა რეზაეიმ.
შეგახსენებთ, რომ ირანი ამ დროისთვის ირანი შერჩევით უშვებს გემებს ჰორმუზის სრუტეში. ირანმა რამდენიმე ერაყულ ნავთობმზიდს სრუტის გავლით გადაადგილების სპეციალური ნებართვა მისცა. ჰორმუზის სრუტე მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული მარშრუტია, ამჟამად კი სრუტეში ნავთობმზიდების მოძრაობა მნიშვნელოვნად შემცირებულია.
