“რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას.  ინიციატივა თბილისიდან უნდა მოდიოდეს”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე.

მან გაიხსენა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი თბილისი იყო. „შესაბამისად, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივაც საქართველოდან უნდა მოდიოდეს“, – აღნიშნა მან. „ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ღია ვართ ასეთი შესაძლებლობისთვის, მაგრამ დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.“

“რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა „ზემოხსენებული ‘ხალხის მსახურის’, სააკაშვილის ტრაგიკული მემკვიდრეობის ნაწილია“, – განაგრძო ზახაროვამ. „ჩვენი ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება მხოლოდ შეცდომა არ ყოფილა. ეს იყო შეცდომა, რომელიც ნამდვილად დანაშაულზე უარესია – დანაშაულებრივი შეცდომა“, – განაცხადა მან.

„დღესდღეობით, რუსეთთან თანამშრომლობას საქართველოსთვის ხელშესახები სარგებელი მოაქვს და რესპუბლიკისთვის ეკონომიკური განვითარების რეკორდულ მაჩვენებლებს უზრუნველყოფს“, – ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის დიპლომატიური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემდეგ, 2008 წლის 2 სექტემბერს გაწყვიტა. ამჟამად ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კონსულტაციები ჟენევის დისკუსიების ფორმატში მიმდინარეობს