ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ერთი, მე-6 კლასტერის გახსნაზე.
სამთავრობოთაშორისო კონფერენციები, სადაც მოლაპარაკებების მორიგი კლასტერი გაიხსნება, 14 ივლისს ჩატარდება.
ცნობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანება მოიცავს მოლაპარაკებებს ევროკავშირის წესებისა და კანონების კრებულის (Acquis Communautaire) ამჟამად 35 თავის მიხედვით. მოლაპარაკების თავები გადანაწილებულია 6 თემატურ კლასტერში. ყველაზე რთულად მიიჩნევა პირველი კლასტერი საფუძვლების შესახებ (fundametals), რომელიც პირველ რიგში იხსნება და ბოლოს იხურება.
მოლდოვის და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები პირველი კლასტერის მიხედვით 15 ივნისს გაიხსნა. ევროკომისია აცხადებს, რომ ტექნიკურად ყველა კლასტერის გახსნისთვის მზადაა, თუმცა გადაწყვეტილება 27-ვე წევრის სახელმწიფოს თანხმობას საჭიროებს.
მე-6 კლასტერი, რომელიც ახლა იხსნება, საგარეპ ურთიერთობებს მოიცავს.
უნგრეთმა მანამდე განაცხადა, რომ ეწინააღმდება უკრაინისთვის დანარჩენი ბლოკების მიყოლებით გახსნას მაშინ, როცა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები დიდი ხანია აწარმოებს გაწევრიანების მოლაპარაკებებს.
დღესვე, ალბანეთის შემთხვევაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები პირველად შეთანხმდნენ 25-ე, 26-ე და 30-ე თავების წინასწარ დახურვაზე, ხოლო მონტენეგროსთვის მე-8 და 29-ე თავების წინმსწრები დახურვის პროცესი გაგრძელდება.
