სომხეთის პროკურატურამ ანტიკორუფციულ სასამართლოს სარჩელით მიმართა და მოითხოვა წარუკიანის კუთვნილი კონცერნ „მულტის ჯგუფის“ ქონების კონფისკაცია, რომელიც სევანის ტბის სანაპიროზე მდებარეობს. ამის შესახებ სომხეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური იუწყება.
პროკურატურა ითხოვს გაუქმდეს 1,21 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და 60 კვ.მ ფართობის ხის ნაგებობა, რომელიც 1996 წლის 29 ნოემბერს იყო რეგისტრირებული. ასევე, მოთხოვნილია, ბათილად იქნეს ცნობილი 2000 წლის 8 სექტემბერს სააქციო საზოგადოება „ბეგლუსა“ და გაგიკ წარუკიანს შორის გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. სარჩელში ასევე აღნიშნულია მოთხოვნა, გაუქმდეს სახელმწიფო არაკომერციულ ორგანიზაცია „სევანის ეროვნული პარკსა“ და კონცერნს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, რომელიც 2025 წლის 28 ნოემბერს დაიდო.
სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა მიწის ნაკვეთი, ამ მიწაზე აშენებული შენობები და ნაგებობები, კერძოდ: საცხოვრებელი სახლები – 425,12 კვ.მ ფართობით, ნავმისადგომი – 23,04 კვ.მ ფართობით და 100,8 კვ.მ სიგრძის ღობე.
წარუკიანის ბიზნესზე ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამართალდამცავ ორგანოებს პირდაპირი მითითება მისცა, დაეწყოთ შემოწმებები ქვეყანაში არსებული უმსხვილესი ოპოზიციური ძალების ლიდერებთან დაკავშირებით.
20 მაისს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ფაშინიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მოახდენდა წარუკიანის კუთვნილი ქარხნის, „არარატცემენტის“ ნაციონალიზაციას და საწარმოში დანიშნავდა დროებით მმართველს.
5 ივნისს სომხეთის პროკურატურამ ადმინისტრაციულ სასამართლოში შეიტანა სარჩელი „არარატცემენტის“ პრივატიზაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ასევე, 22 ივნისს ცარუკიანის კუთვნილ ერთ-ერთ უმსხვილეს კაზინო „შანგრი ლას“ ლიცენზია გაუუქმდა.
თავად წარუკიანს 2- თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ის განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფულის გათეთრებაშია ბრალდებული.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
