აფხაზეთში უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხე გამოცხადდა, ამის შესახებ დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
სოხუმის ცნობით, საჰაერო სივრცეს აკონტროლებენ საჰაერო თავდაცვის (ПВО) ძალები და შეიარაღებული ძალების მორიგე დანაყოფები, თუმცა მოქალაქეებს მოუწოდებენ, დატოვონ ღია ადგილები, საფრთხის შესახებ გააფრთხილონ გარშემომყოფები, არ იმყოფებოდნენ უპილოტო აპარატების პირდაპირი ხედვის არეალში და არ ეცადონ დრონების საკუთარი ძალებით ჩამოგდებას.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
