დღეს დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
საელჩოს ინფორმაციით, სანქციები მოიცავს რუსეთის მოძველებულ „ჩრდილოვან ფლოტს“, სამხედრო შესყიდვების მიწოდების ჯაჭვებს და უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებიც გამოიყენება სანქციებისთვის გვერდის ასავლელად.
“პაკეტში ასევე შევიდა ხომალდი SILVAR, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში არსებულ პორტში იმყოფებოდა. 2026 წლის განმავლობაში, მხოლოდ რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში, დიდმა ბრიტანეთმა თითქმის 500 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესა სანქციები”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
