ერევანში რუსეთის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სომხეთში რუსეთის ელჩმა სერგეი კოპირკინმა განაცხადა, რომ ამჟამად „აშკარაა, რომ სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობები ამჟამად გადააზრების და ცვალებად გლობალურ და რეგიონულ რეალობებთან ადაპტაციის ეტაპზეა“.
მისივე თქმით, “სომხეთისა და რუსეთის სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა ეფუძნება სტაბილურ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ დიალოგს უმაღლეს დონეზე, მათ შორის სამთავრობათაშორისო, საპარლამენტთაშორისო და უწყებათაშორის ფორმატებში, რეგიონთაშორის კონტაქტებსა და მყარ სამართლებრივ საფუძველს”.
სომხეთის ხელისუფლების პროდასავლური კურსის გამო მოსკოვი გაბრაზებას არ მალავს. სომხეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკა სხვადასხვა განცხადებითა და ქმედებით გამოიხატება. ამასთან, რუსეთმა სომხეთიდან პრაქტიკულად ყველა პროდუქციის იმპორტი აკრძალა.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
