ბათუმში კაცის მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს.
საუბარია 31 მაისს მომხდარ შემთხვევაზე, როცა კაცს ქუჩაში, გამვლელების თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ადგილზე მყოფებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს.
დაზარალებული კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ცოლსა და შვილს ელოდებოდა, რომლებიც მიმდებარედ, სილამაზის სალონში იყვნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი წარსულში მომხდარი კონფლიქტი გახდა.
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან 8 დღის შემდეგ, 8 ივნისს დააკავა.
