საკრებულომ მგზავრობის გაძვირება დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ მერიის ინიციატივა დაამტკიცა, 30 მომხრე და 9 წინააღმდეგი, ასეთი იყო დღეს თბილისის საკრებულოში კენჭისყრის შედეგი.

40 თეთრის ნაცვლად, საკრებულოს გადაწყვეტილებით, პირველი მგზავრობა ავტობუსებით და მეტროთი 50 თეთრი გახდება.

ტარიფის გაზრდა არ შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც საშეღავათო ტარიფით სარგებლობენ.

ავტობუსებით და მეტროთი მგზავრობა 50 თეთრი 6 დეკემბრიდან გახდება.