სომხური გამოცემა Oragir.News-ის ინფორმაციით, დღეს, 7 ივნისს დილიდანვე გიუმრიში ჩხრეკები და დაკავებები მიმდინარეობს.

„სომხეთის“ ბლოკის შტაბში ჩხრეკა დილის 5 საათზე დაიწყო, ხოლო პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი ასმიკ საგრადიანი დააკავეს. ასევე, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ჩხრეკას ატარებს უფლებადამცველ კარაპეტ პოღოსიანის ბინაში. ჩხრეკები მიმდინარეობს „ძლიერი სომხეთის“  შტაბებშიც. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა მათი ვინაობისა და რაოდენობის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ამასთან, სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ცნობით,  პარტიათა ალიანს „ძლიერი სომხეთის“ დეპუტატობის კანდიდატი ლორის ოლქის რამდენიმე მცხოვრებს სავარაუდოდ ამომრჩევლის მოსყიდვას სთავაზობდა იმ პირობით, რომ ისინი საპარლამენტო არჩევნებში აღნიშნული ალიანსისთვის მიეცემდნენ ხმას.

როგორც სახელმწიფო სააგენტო „არმენპრესი“ იუწყება, ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია რამდენიმე პირი, ჩატარებულია ჩხრეკები და სხვა საპროცესო მოქმედებები.

ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებებით სომხეთში პრორუსული ძალების წარმომადგენლები გუშინაც დააკავეს.

დღეს, 7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს. სომხეთის მოქალაქეებმა არჩევანი ძირითადად, მმართველ, ნიკოლ ფაშინიანის პარტიასა და პრორუსულ ძალებს შორის უნდა გააკეთონ.

IRI-ის კვლევა: სომხეთში ყველაზე მაღალი ნდობით ნიკოლ ფაშინიანი სარგებლობს