უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს.
საქართველოს გარდა, უნგრეთი სამუშაო ვიზების გასცემას შეაჩერებს სომხეთისა და ფილიპინების მოქალაქეებისთვისაც.
ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა და ამ ნაბიჯს უწოდა უცხოელი მუშახელის შემოდინების რეგულირებისკენ გადადგმული პირველი ეტაპი.
უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის პარტიამ „ტიზა“ (Tisza)განაცხადა, რომ ივნისიდან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებზე ვიზების გაცემას შეწყვეტდა.
Reuters-ის ცნობით, უნგრეთის მთავრობა აპირებს შეამციროს უცხოელი მუშახელის დასაქმების შესაძლებლობები, რადგან, მათი განცხადებით, არსებობს შეშფოთება, რომ ისინი ადგილობრივ ხელფასებს დაბლა წევენ.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უცხოელი მუშახელი უნგრეთის სამუშაო ძალის მხოლოდ 2%-ს შეადგენს, თუმცა ზოგიერთი სექტორი, როგორიცაა მომსახურების სფერო და წარმოება, მათზე ძლიერ არის დამოკიდებული.
„მთავრობა ცვლის დადგენილებას, რომელიც დასაქმების სააგენტოებს ფილიპინებიდან, საქართველოდან და სომხეთიდან მუშახელის გამარტივებული პროცედურით ჩამოყვანის უფლებას აძლევდა.
ქვეყანაში უკვე მყოფ დასაქმებულებს კვლავ შეუძლიათ მიმართონ ვიზის გასაგრძელებლად, ხოლო უკვე წარდგენილი განაცხადები ჩვეულებრივ განიხილება.
მთავრობა ამ რეფორმებს დაგეგმილი გრძელვადიანი გადაწყვეტის პირველ ნაბიჯად მოიხსენიებს.
უნგრეთის ზოგიერთმა უმსხვილესმა უცხოელმა ინვესტორმა განაცხადა, რომ უცხოელი მუშახელის შემოდინების სრული შეჩერება დააზარალებს კომპანიებსა და მთლიანად ეკონომიკას“, – წერს Reuters.
