სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს, ქ. ხაშურში ტაბიძის ქუჩაზე საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს.

“მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები”, – აცხადებენ პროკურატურაში