კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2026 წლის 1-ელ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როგორც ტელე, ისე რადიომაუწყებლებს გაეზარდათ კომერციული სარეკლამო შემოსავლები.
მხოლოდ ტელევიზიებმა, ჯამურად, 25,6 მილიონი მიღეს. ამ თანხის დიდი ნაწილი, თითქმის 90% პირდაპირ რეკლამაზე მოდის.
კომერციული რეკლამების რაოდენობით დიდი ბრიტანეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების გამო დასანქცირებული, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედი” ლიდერობს: ტელეიმედმა ჯამში 9 856 775 ლარის კომერციული რეკლამა მიიღო. გარდა ამისა, პროდუქტის განთავსებით (ე.წ. Product Placement) “იმედმა” 620 984 ლარის, ხოლო სპონსორობით 334 945 ლარი მიიღო.
“იმედს” ყველაზე მეტი ღირებულების რეკლამა დაუკვეთეს შემდეგმა კომპანიებმა:
- მეამა
- ანაგი
- ავენიუ ბაი ორბი
თითოეულმა მათგანმა “იმედზე” რეკლამის განთავსებისთვის, მხოლოდ 2026 წლის 1-ელ სამ თვეში, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს.
ამავე თემაზე:
