“სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება ორი ქვეყნის ურთიერთობების განმტკიცებას უწყობს ხელს”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ალიმოვმა განაცხადა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას.

მისი თქმით, სამხრეთ ოსეთი. [დე ფაქტო – რედ.] უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რუსეთს ეყრდნობა.

ალიმოვის თქმით, “სამხრეთ ოსეთი რუსეთის ახლო მოკავშირე და მეგობარია და რესპუბლიკის მოსახლეობის 90%-ზე მეტს რუსეთის მოქალაქეობა აქვს. ქვეყნის ხელმძღვანელობა და მოსახლეობა იზიარებენ რუსეთის სტრატეგიულ ხედვებს, მის სულიერ-მორალურ ღირებულებებს და მხარს უჭერენ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“.

შეთანხმების მიხედვით, მოსკოვი და ცხინვალი გააგრძელებენ ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას და ეტაპობრივად გადავლენ ერთიან მიდგომაზე “საგარეო სესხებისა და უცხოური ინვესტიციების” საკითხებში.

სევე დაგეგმილია ენერგეტიკული და სატრანსპორტო სისტემების გაერთიანება, საერთო კავშირისა და ტელეკომუნიკაციების განვითარება, სოციალური, შრომითი და კულტურული სფეროების თანამშრომლობის გაფართოება.

დოკუმენტი ასევე მიზნად ისახავს კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის გატარებას და თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების შექმნას.

რუსეთის დუმამ პლენარულ სხდომაზე “სამხრეთ ოსეთთან [დე ფაქტო – რედ.] თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების” რატიფიცირება უკვე მოახდინა. რატიფიცირების დოკუმენტი ამჟამად დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ალან გაგლოევმა შეიტანა.

ცხინვალი რუსეთთან უფრო მეტად ინტეგრირდება – პუტინმა დოკუმენტი დუმაში წარადგინა