სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 28 მაისს ასტანაში დაგეგმილ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ლიდერების სხდომას არ დაესწრება. ამის შესახებ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მან ჯერ კიდევ პირველ აპრილს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას აცნობა, რომ საარჩევნო კამპანიის გამო ვერ შეძლებდა მონაწილეობის მიღებას როგორც 9 მაისის ღონისძიებებში მოსკოვში, ისე 28 მაისის სხდომაში.
„მე წინასწარ ვაცნობე, მათ შორის თავაზიანობისა და პატივისცემის გამოხატვის ლოგიკით, რომ ვერ მივიღებდი მონაწილეობას 9 მაისის აღლუმში მოსკოვში და ასევე შევატყობინე, რომ ვერც 28 მაისს სხდომას დავესწრებოდი“, – თქვა ფაშინიანმა.
ფაშინიანის თქმით, სხდომაზე სომხეთის დელეგაციას ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი წარადგენს.
