ყოფილ ჟურნალისტსა და ბიძინა ივანიშვილის ყოფილ წარმომადგენელს, გიორგი უძილაურის, ბრალი უკვე წარუდგინეს. პროკურატურა მას ედავება საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობას.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი უძილაური გუშინ, 5 მაისს დააკავეს. გიორგი უძილაური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი იყო. წარსულში კი ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. სწორედ გიორგი უძილაური უძღვებოდა წარსულში ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციებსაც.
ამავე თემაზე:
