ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა.
ოფიციალური ინფორმაციის შესაბამისად, “შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა სომხეთისა და უკრაინის ორმხრივი ურთიერთქმედების განვითარების პერსპექტივები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ურთიერთინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. თანამოსაუბრეებმა ასევე გაცვალეს აზრები რეგიონულ და გლობალურ განვითარებასთან დაკავშირებით”.
2026 წლის 4-5 მაისს სომხეთის დედაქალაქში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტი იმართება თემაზე – „მომავლის მშენებლობა: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად სომხეთს რამდენიმე ათეული ქვეყნის ლიდერი ეწვია. სამიტში მონაწილეობისთვის ერევანში ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ჩავიდნენ. სამიტზე პირველად, სტუმრის სტატუსით მიწვეულია არავეროპული ქვეყნის ლიდერი – კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი.
