ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნით სესიაზე ვიდეომიმართვით გამოვა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
გახსნით სესიაზე, ილჰამ ალიევის გარდა, დაგეგმილია სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, უკრაინის პრეზიდენტისა და კანადის პრემიერ-მინისტრის გამოსვლები.
2026 წლის 4-5 მაისს სომხეთის დედაქალაქში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტი იმართება თემაზე – „მომავლის მშენებლობა: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად სომხეთს რამდენიმე ათეული ქვეყნის ლიდერი ეწვია. სამიტში მონაწილეობისთვის ერევანში ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ჩავიდნენ. სამიტზე პირველად, სტუმრის სტატუსით მიწვეულია არავეროპული ქვეყნის ლიდერი – კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი.
ერევანში სამიტში მონაწილეობისთვის ევროკავშირის დელეგაციაც ჩავიდა
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
