სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დააკავა საქართველოს ერთი მოქალაქე.
სუს-ის თანახმად, დადგენილია, რომ დაკავებული პირი გადაბირებული იყო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ, ჰქონდა მინიჭებული შესაბამისი ფსევდონიმი და ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მოქმედებდა საქართველოს ინტერესების საზიანოდ.
სუსი აცხადებს, რომ ეს პირი აგროვებდა:
-
-
ინფორმაციას სამართალდამცავი სტრუქტურების (სუს-ი, შსს, თავდაცვის სამინისტრო) შესახებ.
-
მათი დისლოკაციის ადგილები, ძალების და საშუალებების შესახებ.
-
ობიექტების ფოტო და ვიდეოგადაღება.
-
ინფორმაციას სტრატეგიული ობიექტების შესახებ (ხიდები, ავტომაგისტრალები, რკინიგზა და სხვა).
-
სუს-ის განცხადებით, ანალოგიურ დანაშაულში მხილებულია კიდევ ორი პირი (საქართველოს მოქალაქეები), რომლებიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან. მათ მიმართ ბრალდება დაუსწრებლად იქნა წარდგენილი.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა), რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იმ პირებზე, რომლებიც ქვეყნიდან არიან გასულები, გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის ხაზით.
სუსი არ ასახელებს, რომელი ქვეყანა იდგა ზემოხსენებული ამბის უკან.
